1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“ -ის ხელმძღვანელმა სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გოჩა ბერიძემ ბათუმში, კახაბრის უბანში არსებული ბოსტნეული კულტურების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა. შეხვედრის მიზანი სათბურებში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლაა, რათა მათი გათვალისწინებით მოხდეს ფერმერთა დახმარება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ის პროექტის ფარგლებში.

ფერმერ ზურაბ მიქელაძესა და გაბრიელ იაკობაძეს  თავიანთ სათბურებში ძირითადათ კიტრის, პომიდვრისა და წიწაკის ნარგავები აქვთ. როგორც დათვალიერებისას გაირკვა  სათბურებში დარღვეულია სათბურის მოწყობის, ნერგების განლაგებისა და მისი მოვლა-მოყვანის წესები. „აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა ფერმერებს UNDP-ის პროექტი გააცნო და აუხსნა, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში ორგანიზაცია მათ ფინანსურად დაემარება რომელიმე კონკრეტული პრობლემები მოგვარებაში.

„ჩვენ მოვიყვანთ სპეციალისტს სათბურის მოწყობის საკითხებში, რომელიც შეაფასებს აქ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ გადაწყდება რას გააკეთებს „აგროსერვის ცენტრი“ და რას გააკეთებთ თქვენ,“  განაცხადა გოჩა ბერიძემ.

 „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი მდგომარეობის შესწავლის მიზნით ფერმერებთან შეხვედრებს აგრძელებს.