ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „ეკო ფერმა“-ს სტუმრობდნენ
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ედუარდ ფუტკარაძესთან ერთად ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ფერმა“ ს მეურნეობა მოინახულეს. ორგანიზაციას 2500 მ2 ფართობზე გაშენებული აქვს ბოსტნეული კულტურები როგორც ღია გრუნტზე, ასევე სათბურში. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია „ეკო-ფერმა“ ადგილობრივი ბაზრისათვის ბოსტნეულის ახალი სახეობების დანერგვას უწყობს ხელს. ამ ეტაპზე ისინი ბათუმში 6 -მდე ჯიშის სასალათე ფოთოლს აწარმოებენ, რომლის რეალიზებაც ხდება როგორც ადგილობრივ ასევე, თბილისის ბაზარზე.
„ეკო ფერმას“ ორგანიზაციაში 4 ფერმერული მეურნეობის მფლობელი ყავს გაერთიანებული. პროექტის ფარგლებში ისინი ფერმერებს სთავაზობენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ხდება ფერმერის მომარაგება ბოსტნეულის სარგავი მასალით, პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით. ისინი მოქალაქეს აწვდიან ბოსტნეული კულტურის მოვლის გრაფიკს, უწევენ უფასო კონსულტირებას და საჭიროების შემთხვევაში მოსავლის აღებაშიც ეხმარებიან. საბოლოოდ თვითონვე იბარებენ მოსავალსაც. ფერმერებს არ უწევთ საწყის ეტაპზე თანხის გადახდა, რადგან „ეკო ფერმის“ მიერ გაწეული ხარჯები მას მოსავლის გაყიდვის შემდეგ ექვითება.
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სპეციალისტები ორგანიზაციის ფუნქციონირებასა და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. მათ „ეკო ფერმის“ ხელმძღვანელობას დამხმარება შესთავაზეს აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებაში. ისინი „ეკო ფერმის“ შესახებ ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ ფერმერს მიაწვდიან.