შუახევში შხამქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტის გახსნას ითხოვენ
შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები უჩამბის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ფერმერებთან რაიონში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
კონსულტანტებმა ფერმერთა ნათესები დაათვალიერეს, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ ნათესთა ზოგიერთი სახეობა დამოუკიდებლად წამლობის პრევენციის გარეშე ნაკლებად მედეგია მავნებლებისა და დავადებების მიმართ. ამიტომ მეტ-ნაკლებად გვხდება დაავადებული ნათესი კულტურები, რაც პროფილაქტიკური წამლობების დროულად ჩაუტარებლობით აიხსნება.
განსაკუთრებით, დავადებულია ბოსტნეული კულტურები (პომიდორი, კიტრი,) და კარტოფილის ნარგავები, რასაც ხელი შეუწყო გარემო პირობებმაც. ნარგავებში შეიმჩნევა პომიდორის ჭკნობის, ფიტოფტორის, ჭრაქითა და ბაქტერიოზით დავადების კერები. ყველა ამ დავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად ფერმერებს სამსახურის მხრიდან შესაბამისი კონსულტაციები გაეწიათ.
უჩამბის თემის მოსახლეობა შუახევის მუნიციპალიტეტში მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და მინერალური სასუქების სარეალიზაციო პუნკტის გახსნას მოითხოვს. როგორც “აგროსერვის ცენტრის” კონსულტანტები აცხადებენ, ზემოთ ხსენებული სარეაზაციო პუნქტის გახნის შემთხვევაში მათ მიერ გაწეული რეკომედაციები ფერმერისათვის უფრო ეფექტური და დროული იქნება, რადგან ისინი მუნიციპალიტეტშივე მოახერხებენ შხამქიმიკატების შეძენას.