„აგროსერვის ცენტრი“ სომხურ კომპანია „კარდ“-თან მემორანდუმს აფორმებს
“აგროსერვის ცენტრ”-სა და სომხურ კომპანია „კარდ“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სპეციალისტების გადამზადებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში აგროსერვის ცენტრს კომპანია „კარდი“-სა და გაეროს საქართველოსა და სომხეთის წარმოადგნელები ეწვივნენ. ისინი ორგანიზაციაში სტუმრობისას აგროსერვის ცენტრის ფუნქციონირებასა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების მუშაობას გაეცნენ.
“კარდი“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია რძის გადამამუშავებელი მცირე მექანიზაცია, აწარმოებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნურ განაყოფიერებასა და ფერმერების კონსულტირებას. კომპანია „კარდი“ გაეროსათან თანამშრომლობს. სწორედ მათი მეშვეობით დაუკავშირდა კომპანიის ხელმძღვანელობა აგროსერვის ცენტრს და მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
კომპანიის წარმომადგენლები აჭარას სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობენ. გარდა აგროსერვის ცენტრში სტუმრობისა ისინი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და აჭარის სამრეწველო პალატის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მათ ასევე დააათვალიერეს აჭარის რეგიონში მოქმედი რძის გადამამუშავებელი კომპანიები და ერგეს პირუტყვის სასაკლაო. აგროსერვის ცენტრში ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაც დაათვალირეს.