ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მაჭახელაში
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მაჭახელას თემში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. „აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა ინფორმაცია ფერმერებს ნიადაგის აგროქიმიური კვლევის მიზნით კარტოგრამების შედგენის მნიშვნელობაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა გამოკვლევისა და დიაგნოსტიკისთვის პრევენციული ღონისძიებების დროულად ჩატარების აუცილებლობაზე მიაწოდეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სარეველა მცენარეებით გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების გზები და მინერალურ სასუქებთან, ქიმიკატებთან უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის აუცილებლობა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას „აგროსერვის ცენტრ“-ში არსებული საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ფუნქციონირების სპეციფიკაც გააცნეს.