ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან...
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოს სამრეწველო უბნის მოსახლეობასთან მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოსახლეობას მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე წელს სახელმწიფოსაგან სოფლის მეურნეობის საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის დაგეგმილ, განხორციელებულ და განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამებზე, დაწესებულ შეღავათებზე. საუბარი შეეხო საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად და აგროვადებში ჩატარებას, აგრობარათებით უზრუნველყოფას, მინერალური სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით მომარაგებას, აგრო ბარათებით მათ შეძენასა და განაღდებას, აგროსესხების მიღების წესებსა და სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ სხვადასხვა საკითხებს.