1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან...

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის მერიის  ტერიტორიული ორგანოს სამრეწველო უბნის მოსახლეობასთან მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოსახლეობას მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე წელს სახელმწიფოსაგან სოფლის მეურნეობის საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის დაგეგმილ, განხორციე­ლებულ და განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამებზე, დაწესებულ შეღავა­თებზე. საუბარი შეეხო საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერ­ხებლად და აგროვადებში ჩატარებას, აგრობარათებით უზრუნველყოფას, მინერა­ლური სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით მომარაგებას, აგრო ბარა­თებით მათ შეძენასა და განაღდებას, აგროსესხების მიღების წესებსა და სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ სხვადასხვა საკითხებს.