საგურამოს ვაზისა და ხეხილოვნების სარგავი მასალის ეროვნული ცენტრის დირექტორის სტუმრობა...
საგურამოს ვაზისა და ხეხილოვნების სარგავი მასალის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაეცნო ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“–ს სანერგე მეურნეობებში არსებულ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გვარა–ხუცუბნის ხეხილოვნებისა და ვაზის სანერგე მეუნეობის დეტალურად დათვალიერების შემდეგ ბატონმა ლევან უჯმაჯურიძემ გამოთქვა სურვილი პრაქტიკულად დაგვეხმაროს სანერგე მეურნეობის თანამედროვე მოთხოვნათა სტანდარტების შესაბამისად მოწყობაში და მისი საკოლექციო ბაზის თანამედროვე ჯიშებით შევსებაში.