ა(ა)იპ აგრსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობების მოწყობის თაობაზე შექმნილი კომისიის დასკვნის განხილვა...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძესთან (კომისიის თავმჯდომარე) გაიმართა კომისიის შემადგენლობის შეკრება და წარმოდგენილი მასალების განხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ დაბა ჩაქვში და სოფელ გვარა–ხუცუბნის ტერიტორიებზე შერჩეული ფართობები ციტრუსოვნებისა და ხეხილოვანი კულტურებისათვის სადედე, სადემონსტრაციო–საკოლექციო სანერგე მეურნეობების მოსაწყობად სასურველი იქნებოდა ტერიტორია შერჩეულიყო ამგვარი საქმიანობისათვის გეოგრაფიულად უფრო ხელსაყრელ და მისაღებ ადგილას. მიუხედავად ამისა კომისიამ გაითვალისწინა, რა გაწეული ხარჯები და ჩადებული შრომა, მართებულად მიიჩნია მუშაობა გაგრძელდეს გეგმის შესაბამისად და ამ პროცესში ჩაერთოს რეგიონში მოქმედი უმაღლესი და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ანალოგიურ ვაზის სანრე მეურნეობის შემდგომი ფუნქციონირების საკითხს კომისია ერთსულოვნად თვლის, რომ ეს ტერიტორია შეუფერებელია აღნიშნული საქმიანობისათვის და ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას გვირჩევს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხეხილოვნებისათვის განკუთვნილ სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე.