აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის სტუმრობა სანერგე მეურნეობებში...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნენ ჩაქვის ციტრუსოვანთა სადედე, საკოლექციო–სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის საქმიანობას. განისაზღვარა მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის და სხვა სუბტროპიკული კულტურების პერსპექტივაში ნერგების გამოყვანის მოცულობა და შემდგომში მათი ფერმერთათვის მიწოდების საკითხები.