აგროსერვის ცენტრში ჩითილების წარმოება აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე მეურნეობაში, მაღალხარისხიანი ჩითილების გამოყვანა აქტიურად მიმდინარეობს.
საჩითილე მეურნეობაში მიმდინარე ჩითილების წარმოების პროცესს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.
შუახევის საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილ საჩითილე მასალაზე მოთხოვნა მზარდია, როგორც აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან.
შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულ საჩითილე მასალაზე მოთხოვნილების ზრდა განაპირობა საჩითილე მასალის მაღალი ხარისხის მაჩვენებლებმა.
აჭარის ა.რ. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ფერმერებს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი მაისის თვის პირველი დეკადიდან სთავაზობს მაღალხარისხიან, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.
მიმდინარე წელს, აგროსერვის ცენტრის მიერ წარმოებული იქნება 400000 - მდე ბოსტნეული კულტურების ჩითილი.
შუახევის საჩითილე მეურმეობაში წარმოებული იქნება: პომიდორი ვარდისფერი „ტორბეი“, პომიდორი ვარდისფერი „მანუსა“, წითელი პომიდორი „ფლეტჩერი“, ცხარე წიწაკა „ჰაბიბი“, ტკბილი წიწაკა (ბულგარული) „მერსისა“, კიტრი (შუშა) „ევოლუცია“, კიტრი პიკული „ილონორა“, ბადრიჯანი „ნილო“, ბადრიჯანი „რაფი“, ბროკოლი „აგასი“, მწვანე სალათის ფოტოლი „ლანდაუ“, წითელი სალათის ფოთოლი „კარმესი“, ყვავილოვანი კომბოსტო „კასპერი“, მწვანე კიტრი (ხორკლიანი) „სარგონი“, რეჰანი.