1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში აგრო -ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

 

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში აგრო-ტექნიკური ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

სანერგე მეურნეობაში მოხდა ვაზის, ხეხილისა და ჟოლოს მცენარეების გასხვლა-ფორმირება. ვაზის მყნობისთვის საძირეებისა და სამყნობი კალმების აღება, დაბინავება. ვაზის, ხეხილისა და კენკროვანთა ნაკვეთებში ჩატარდა საყრდენი ბოძებისა და ჭიგოების შეცვლა-გამარგების სამუშაოები.

მიმდინარეობს მცენარეების აკვრა ჭიგოებსა და შპალერებზე. გაიწმინდა წყალსაწრეტი არხები. სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ჩატარდა წამლობითი ღონისძიებები.