"განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" - საგრანტო პროგრამა
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები
იაპონიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ,,განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის’’ პროექტის ფარგლებში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)აიპ აგროსერვის ცენტრი „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ - ს საგრანტო პროგრმას ახორციელებს.
საგრანტო პროგრამა ხორციელდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაში შემავალ სოფლებში.
მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემისა და მზის წყლის გამაცხელებლის მთლიანი ღირებულების 90% დაფინანსებას უზრუნველყოფს საგრანტო პროგრამა.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენს განაცხადის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10 %.
გრანტის მოცულობა მზის წყლის გამაცხელებლზე შეადგენს არაუმეტეს 2460 ლარს, ხოლო მზის ელექტრო( ფოტოვოლტურ ) სისტემაზე არაუმეტეს 7420 ლარს.
(წყლის გამაცხელებელი - მოცულობა მინიმუმ 200 ლიტრი. მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემის სიმძლავრე - მინიმუმ 2,7 კილოვატი).
პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
მის: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, ბათუმი, გოგებაშვილის 46ა
მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა, ხელვაჩაური, სოფ. აჭარისაღმართი,
ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით agroservice.centre@yahoo.com
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვებ გვერდზე
AGROSC.GE
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0422 276465