1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის მუნიციპალიტეტში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
✅ ქედის მუნიციპალიტეტში, აგრარულ და გარემოს
დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
გაიმართა.
✅ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის 2021 წლის მიზნობრივი
პროგრამების 9 თვის შესრულების შესახებ
ინფორმაციით, სხდომაზე „აგროსერვის ცენტრის“
დირექტორი - გოჩა ბერიძე წარსდგა.
 
✅ სხდომაზე აგროსერვის ცენტრის დირექტორმა
დეტალური ანგარიში წარადგინა შემდეგი პროგრამების
შესახებ:
🟢 ჩაქვისა და გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობების
განვითარება
🟢 მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე
მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა
🟢 ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა
🟢 აგრო - მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
🟢 მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა
🟢 ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც -
პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა
🟢 სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
 
✅ გოჩა ბერიძის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 4, 9
მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ, პროგრამების
ბიუჯეტის ზრდა არის დაგეგმილი.
✅ სხდომის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა “შპს
კერკი”- დაათვალიერეს. საწარმო სოფლის
განვითარების სააგენტოს (RDA), USAID-ის სოფლის
მეურნეობის პროგრამის (CNFA საქართველო),
ევროკავშირის (ENPARD / ქედა ლიდერი), აჭარის
სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის
ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა