აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე 2021 წლის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა „ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შეხვდა
აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე 2021 წლის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა „ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შეხვდა.„ სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპზე განხილულ იქნა 29 პოტენციური ბენეფიციარის განაცხადი. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარებთან შეხვედრა-გასაუბრების შემდეგ კომისიამ შეაფასა თითოეული პროექტი. ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა 15 გამარჯვებული ბენეფიციარი.აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გამარჯვებულად გამოვლენილ ბენეფიციარებს მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსის კომისიის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ.მიმდინარე წელს საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 175 219 ლარს.ცენტრის თანადაფინანსება შეადგენს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ განაცხადში განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70% -ს. პროგრამა ითვალისწინებს , როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ბენეფიაციარების ფინანსურ დახმარებას ახალი ბიზნესის დასაწყებად.პროგრამის პრიორიტეტებია: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალ მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენება."სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პროგრამის კომისიის წევრების შემადგენლობაში შედიან აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.