ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში აგროპორტალის Agroface.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში აგროპორტალის Agroface.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა.პრეზენტაციას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდა.
დაიწყო კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური აგროპორტალის Agroface.ge-ს შესახებ სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები. შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებში. პორტალი შექმნილია ფერმერების და დარგში მონაწილე ყველა რგოლის კომუნიკაციის, ინფორმაციის გაზიარებისა და ეფექტური სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით. პორტალი მუშაობს სოციალური ქსელის პრინციპით. დარეგისტრირებულ სუბიექტს შეუძლია შექმნას საკუთარი პროფილი და ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც „აგროფეისი“ სთავაზობს. ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით რეგისტრირებულ პირს შეძლია დაუკავშირდეს დარგის გამოცდილ სპეციალისტებს, მიიღონ რჩევები და კონსულტაციები. აგროკალენდარი დაეხმარებათ აგროტექნიკური პროცესების ეფექტურ მართვაში. ვეტკალენდარი კი ზოოტექნიკური და ვეტერინარული პროცესების მართვაში. აგრობროკერის მეშვეობით შეუიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ სასურველი პროდუქცია, პირდაპირ ესაუბრონ სამიზნე ბაზარს. შეფასების ავტომატური სისტემის დახმარებით კი შეუძლიათ შექმნან სტაბილური და კვალიფიციური კავშირები, როგორც მომწოდებლებთან ასევე შემსყიდველებთან. ავტომატური შეფასების კრიტერიუმები გაუადვილებთ ურთიერთობებს ბანკებთან, მიკრო საფინანსო და სადაზღვევო კომპანიებთან, ხოლო მათ კი აგრო სფეროში დასაქმებულ კლიენტებთან კავშირს. საკუთარი პროფილით მათი საქმიანობა და პროდუქცია შეუძლიათ გააცნოთ სამიზნე აუდიტორიას. სისტემა ავტომატურად ეძებს მათზე მორგებულ საჭირო კონტაქტებს. აქ მათ შეუძლიათ იპოვონ საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის საჭირო მომსახურების ყველა რგოლი. პორტალი საშუალებას აძლევს რეგისტრანტს დასაქმდეს ან შექმნას ვაკანსია. ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს აგროსიახლეები, ცოდნის კუთხე, ვიდეოგაკვეთილები, sms ინფორმატორი, ღონისძიების კალენდარი. პორტალი არ არის გათვლილი მხოლოდ საქართველოს მომხმარებლისთვის. მის შესაძლებლობას გამოიყენებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მომხმარებელი, რაც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პორტალი
არის ხუთენოვანი.
აგროფეისის დახმარებით შესაძლებელია დარგში ჩართულმა თითოეულმა მონაწილემ
საკუთარი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ პორტალს: www.agroface.ge