აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა აგრარული ექსტენციის და პრაქტიკული სერვისების მიწოდება დაიწყო
აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა აგრარული ექსტენციის და პრაქტიკული სერვისების მიწოდება დაიწყო. ფერმერებს საველე პირობებში შესაძლებლობა ექნებათ მცენარეთა განვითარების აგროფაზების მიხედვით მიიღონ აგროღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაცია. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ექსტენციის მიწოდება სასოფლო სამეურნეო კულტურების (მრავალწლიანი ხეხილოვანი ნარგავები) ნიადაგის მომზადება, გასხვლა,ფორმირების შესახებ. ექსტენციის ჩატარებას მონიტორინგი გაუწია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვვეპროგრამის ხემძღვანელმა მირზა სუქნიშვილმა.
პროგრამის მიზანია ექსტენციის მიწოდება საველე პირობებში, რომელიც მოიცავს ტრენინგებს მცენარეთა დაცვის კუთხით სრულ ციკლს აგროფაზების გათვალისწინებით. კარტოფილის, ერთწლიანი კულტურების, ციტრუსის, თხილის, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების, ვაზის, მეცხოველეობით ,მეფრინველეობით, თევზსაშენი მეურნეობის ,მეფუტკრეობის ,მცირე მექანიზაციის, სასათბურე მეურნეობის მფლობელ ფერმერებს და აგრომეწარმეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც მოიცავს ფერმერმერებისთვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის. ფერმერული მეურნეობის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნასთან და ხელმისაწვდომობასთან.