ციტრუსის სეზონის შეჯამება
ციტრუსის საკორდინაციო შტაბში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ ციტრუსის სეზონი შეაჯამა.
კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იყო. არსებული მონაცემებით, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან ექსპორტირებული იქნა 23 565 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს მიღებული და გადამუშავებულია 8 320 ტონა.