მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს
ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის ჩაბარების პროცესს. საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 700 ტონამდე ციტრუსისი ნაყოფის მიღებას. დღეის მდგომარეობით 440 ტონამადე ციტრუსი უკვე ესპორტირებული აქვთ რუსეთის მიმართულებით.
თავმჯდომარემ და მინისტრმა ასევე დაათვლიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო, შპს ,,TCF GEORGIA’’ და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’. შპს ,,TCF GEORGIA’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას, საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. საწარმო ასევე სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც, მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის ქვეყნებში. რაც შეეხება შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ი, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.
საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო, სადაც ხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. 18 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანადარინს უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა.