1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ღვინისა და ყველის ფესტივალი 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, დღეს ერას მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი 2017 გაიმართა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. სეთიფიცრებული დეგუსტატორების მიერ გამოვლინდა საუკეთესო ღვინოები და ყველი. გამარჯვებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქ. ბათუმის მერმა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვეს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ ჯგუფი ბანი და ანსამბლი ელესა.