ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმს მასპინძლობდა
დღეს, აჭარის სოფლის მეურენობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი სტუმრობდა. სტუმრებს მასპინძლობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გაუწია, სადაც ციტრუსის ახალი ინტროდუქცირებული ჯიშების სამრეწველო ნიმუშები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.