გოჩა ბერიძე სტაჟიორების პრეზენტაციას დაესწრო
სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვით გადიოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის 10 სტუდენტი. დღეს სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელსაც ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე და დარგის სპეციალისტები.
გოჩა ბერიძე გაესაუბრა სტუდენტებს მოისმინა მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. ისაუბრა სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე აგრარული დარგის განვითარებაში და წარმატებები უსურვა.