1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერემერებს საჩუქრად ინკუპატორები გადაეცათ

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა რეგიონში მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფერმერებს,  სულიკო ლაზიშვილს და ეთერ მანველიძეს  საჩუქრად ინკუბატორები გადასცეს.  ფერმერები  უკვე  რამდენიმე წელია მწყერის გამოჩეკვა გამოზრდას ეწევიან.  გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე  და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.

„ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში აჭარაში არაერთი ფერმერული მეურნეობის განვითარებას შეეწყო ხელი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ 18- მა ფერმერმა ისარგებლა.