ნარინჯისფერი რთველი
დღეს, ციტრუსის ფორუმის 9 ქვეყნის 33-მა წარმომადგენელმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღო მონაწილეობა. ნარინჯისფერ რთველში ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ავთანდილ მესხიძე, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის დირექტორი, გოჩე ბერიძე. სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფა.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული, რომელიც უცხოეთიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი.
ციტრუსის გასულ (2016-2017 წლების) სეზონზე სულ ექსპორტირებული იქნა 29 783 ტონა მანდარინი, აქედან 17 934 ტონა (60.22%) რუსეთში, 7993 ტ (26.84%) უკრაინაში, 3119 ტ (10.5%) სომხეთში, ხოლო 312 ტ (1.05%) ყაზახეთში. აქვე აღსანიშნავია, რომ ციტრუსის გასულ სეზონზე ქართული მანდარინი პირველად გავიდა შემდეგ ბაზრებზე: ყირგიზეთი (139 ტ), უზბეკეთი (97 ტ) და პოლონეთი (20 ტ).
რთველის შემდეგ სტუმრება დაათვალიერეს გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობა, ღვინის სახლი, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო’, შპს ,,TCF GEORGIA’’ და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ,,Georgian industrial Asset Management Group’’.