2018 წლის პროგრამების და ქვეპროგრამების განხილვა
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე სტუმრებს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციისა, სასოფლო-სამეურენო კოოპერატვების წარმოამდგენლები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2018 წლის პროგრამები: აგროსერვისის განვითარება რეგიონში, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრარული ექსტენციისა და პრაქტიკული სერვისების მიწოდება, აგროწარმოების ხელშემწყობი ღონისძიებები, მსხვილფერხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა. რომელიც მოიცავს 7 ქვეპროგრამას.
აღნიშნული პროგრამების მიზანია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი -ს ადმინისტრაციული აპარატის მოქნილი, მაღალეფექტური და კოორდინირებული მართვის სისტემის უზრუნველყოფა; სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შრომის ნაყოფიერების ამაღლება და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი -ს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სანერგე-სასათბურე მეურნეობების ჩამოყალიბება, მაღალპროდუქტიული მეცხოველეობა, აგრარულ ინოვაციებს დაუფლებული ფერმერები და აგროსპეციალისტები."
2018 წლის ბროგრამული ბიუჯეტი განისაზღვრა 4 488 650 ლარით.