თაფლის ფესტივალი
 
				
	მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 16:00 საათზე ბულვარის კოლონადებთან გაიმართება თაფლის ფესტივალი.
	ფესტივალი მიზნად ისახავს, მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას, ქართული თაფლისა და თაფლისგან დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების 40-მდე მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან. ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა








