აგრო-ტური გვარას ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულებმა აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. დელეგაციას მასპინძლობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლევან ბოლქვაძემ, გაუწიეს.
სტუმრებმა ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში გაშენებული 32 ჯიშის ვაზი და სხვადასხვა ხეხილის სანერგე მეურნეობა, მარწყვისა და მალინის სათბურები, ასევე აგრომარკეტი დაათვალიერეს. აგროტურის მიზანი ,აგროსერვის ცენტრის იმ სიახლეებისა და სერვისების გაცნობაა, რომელთა გამოყენებაც ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში დაეხმარებათ.