ექსტენციის პროგრამა
დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ახალი ექსტენციის პროგრამის განხილვა შედგა. პროგრამის მიზანია: ექსტენცია საველე პირობებში, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, მცენარეთა დაცვის კუთხით. 4 თვის განმავლობაში, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი კარტოფილის, ერთწლიანი კულტურების, ციტრუსის, თხილის, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურებისა და ვაზის მწარმოებელ ფერმერებს და აგრომეწარმეებს საველე პირობებში ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ტრენინგები ფერმერთა საქმიანობის სწორ და ეფექტურ წარმართვას შეუწყობს ხელს.
პროექტს, ტენტერში გამარჯვებული ა(ა)იპ ასოციაცია შავი ზღვის ეკო-აკადემია ახორციელებს