აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები გრძელდება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები გრძელდება, დღეის მდომარეობით, ქიმიური წამლობა 2600 ჰექტარზეა ჩატარებული, აქედან 2145-ჰა ქობულეთის მუნიციპალიტეტშია დამუშავებული, ხოლო ხელვაჩურში-455 ჰა.
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობით ღონისძიებებს რეგიონში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, ხოლო სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" ასრულებს.