აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს
დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და შპს "მექანიზატორი"-ს გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე დაესწრნენ. წამლობით ღონისძიებებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
ქიმიური წამლობა ტარდება პრეპარატი ,,ზონდერით’’ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ უფასოდ შეიწამლება 3750 ჰექტარი. სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" განახორციელებს და რეგიონში მხოლოდ თხილის პლანტაციები შეიწამლება.
აღნიშნულ ღონისძიებას 29 ერთეული სპეცტექნიკა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერმერებს მოემსახურება, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. დღეის მდომარეობით, ქიმიური წამლობა 1000 ჰექტარზეა ჩატარებული.