აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ წარმოებული ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო
ვაზის ნერგების გაყიდვები დღეს დაიწყო და გაგრძელდება ყოველდღიურად, შაბათის ჩათვლით დილის 10-დან 16 საათამდე, სარეალიზაციო რესურსის ამოწურვამდე სოფელ გვარაში მდებარე ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე. ვაზის ნერგების შეძენის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ სანერგე მასალის ასორტიმენტსა და ფასებს და შეიძინონ მათთვის სასურველი ნიმუშები.
იყიდება: საღვინე და სასუფრე ვაზის ნერგები, ჩხავერი, ცოლიკოური, ოჯალეში, იტალია საბას მარგალიტი, საწური, ალადასტური, ქაქუთურა, კარდინალი, პრიმა, სულთანინი, ნერგები კონტეინერული სახით არის წარმოდგენილი და მათი გადარგვა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ვაზის ნერგების ფასი 2 ლარია.