1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგრო-ტური

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს აგროტურის ფარგლებში სტუმრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის PIN-ის წარმომადგენლები საქართველოში, იმერეთის რეგიონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი რუსუდან ძიძიშვილი, იმერეთის რეგიონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები,  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ქეთევან კინძურაშვილი და პროფესორ-მასწავლებლები.  დელეგაციას მასპინძლობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გაუწია, მან სტუმრებს პრეზენტაცია ჩაუტარა აგროსერვის ცენტრის საქმიანობაზე, ახალ გამოწვევებსა და ორგანიზაციის მიღწევებზე.

აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები.

 სტუმრებმს ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში გაშენებული 32 ჯიშის ვაზი და სხვადასხვა ხეხილის სანერგე მეურნეობა, მარწყვისა და მალინის სათბურები დაათვალიერეს, მათ ასევე აგრომარკეტი და ღვინის სახლიც მოინახულეს.