1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობის სტუმრობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში...

2010 წლის 10 ოქტომბერს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს სტუმრობდა გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორები 11 ქვეყნიდან, გაეროს განვითარების პროგრამის ბრატისლავას ოფისის ხელმძღვანელობა (ვინც კურირებენ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს ქვეყნებში მიმდინარე პროექტებს), ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა, სტუმრები ეწვიენ ჩაქვში მდებარე აგროსერვის ცენტრის სანერგე–სადემონსტრაციო მეურნეობას, სადაც გაადგილებულია ესპანური, თურქული, ჩინური და ადგილობრივი 7 სახეობის 65 ჯიშის ციტრუსოვანთა ნერგები. პროექტი აღიარებული იქნა 2012 წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად. ასევე შედგა შეხვედრა ბრატისლავას ოფისის ხელმძღვანელობასთან ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრის" ოფისში სამომავლო თანამშრომლობის დასახვის მიზნით.