თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ბათუმში
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს, აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის ორგანიზებით 7 აპრილს 13:00 საათზე ბულვარში ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტების პოპულარიზაცია, გამოფენა გაყიდვა, თევზის კვებითი ღირებულების მნიშვნელობა ჯამრთელი ცხოვრებისათვის. აკვაკულტურის პოტენციალი ქვეყანაში არსებული რესურსების გათვალისწინებით. ფესტივალი გაიხსნება ცეკვით-მებადური, ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა თევზპროდუქტების კერძების მომზადების რეცეპტების მიღება, ჩატარდება კერძების მომზადების მასტერკლასები, დეგუსტაცია, სტუმრები შეძლებენ სხვადასხვა თევზპროდუქტების შეძენას (ანკესი, აუზი, დახლი). ფესტივალი 17:00 საათზე დაიხურება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა