1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა, სადაც განიხილეს კოოპერატივების დახმარების პროგრამები და თაფლოვანი მცენარის "ფაცელია"-ს თესლის დათესვის საკითხები. ასევე ისაუბრეს თაფლის ფესტივალზე რომელიც უკვე მეორე წელია ზაფხულში იმართება.

 შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი მარიამ შავაძე.

აჭარაში მეფუტკრეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარა თაფლის წარმოების მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია საქართველოში. ადგილობრივი თაფლი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ვინაიდან მისი შეგროვება აჭარის რეგიონში არსებული ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი გარემოდან ხდება.