ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და შპს “GEONET EXPO”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და შპს “GEONET EXPO”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოში „EXPO BATUMI“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ბათუმში გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყობს რეგიონში ამ საქმიანობის განვითარებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მიზნობრივ პროგრამებში ჩართულობას, ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ძალების გამოყენებას ერთობლივი პროექტების შესასრულებლად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანმშრომლებენ და ერთობლივად განახორციელებენ რეგიონში აგრო გამოფენებსსა და ფესტივალებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და შპს “GEONET EXPO”-ს დირექტორმა ოსმან ჩალიშქანმა (მჟავანაძე).