მეცნიერებთან შეხვედრა
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მეცნიერები, აგროსერვის ცენტრის სანერგეებში კვლევებს აგრძელებენ. დღეს, მათ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე შეხვდა. შეხვედრაზე საცდელ ნაკვეთებში არსებული მდგომარეობა და მომავალი სამოქმედო გეგმები განიხილეს. კვლევების მიზანი საცდელ - სადემონსტრაციო ნაკვეთებში არსებული მცენარეების ეტიკეტირება, გენოფობრივი და ჯიშობრვი იდენტიფიკაცია, ფენოლოგიური დაკვირვების წარმოება, ზრდა - განვითარების თავისებურებების შესწავლა, სიმწიფის ვადების, მოსავლიანობის და ბუნებრივ პირობებთან შეგუების დადგენა არის.