შეხვედრა ფერმერებთან ცხოველთა ჯანმრთელობის მართვა სომხეთსა და საქართველოში პროექტის" ფარგლებში
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში, „ცხოველთა ჯანმრთელობის მართვა სომხეთსა და საქართველოში პროექტის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, გაიმართა შეხვედრა ფერმერებთან.
შეხვედრის მიზანია, ფერმერებს გააცნონ დემო პროექტები, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:
1.ფერმის ცხოველების კვება
2.ცხოველთა კვება, მოვლა-პატრონობა; ზამთრის პერიოდში ხბოს ცივი მეთოდით გამოზრდა;
3.საძოვრების გაუმჯობესების მიზნით, ბალახის (იონჯა) თესვა;
4.ვეტერინარული კლინიკის დაარსებაში მონაწილეობა
5. პირუტყვის ადრეული ორსულობის დადგენა
დაინტერესებული ფერმერები შეირჩევიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად.