პრაქტიკული და თეორიული სწავლება ვეტერინარებისათვის
ავსტრიის განვითარების ფონდი (ADA), ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად ახორციელებს პროექტს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში“, პროექტის მიზანია ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, მსხვილფეხა რქოსან ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებზე ინფორმირებულობა, დაავადებათა დროული პრევენცია და კონტროლი. კერძო ვეტერინარული სერვისების და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში გაიხსნება ახალი ვეტერინარული სერვის ცენტრები, სადაც ფერმერებს შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირუტყვის მკურნალობა, მედიკამენტების შეძენა, ვეტერინარული კლინიკები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. სადემონსტრაციოდ აშენდება პირუტყვთა სადგომები. ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაბინავება და მოვლა, კვება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალახის/საძოვარის განაყოფიერებაში, ამიტომ პროექტის ფარგლებში გაშენდება მაღალხარისხიანი ბალახის საძოვრები.
პროექტის ფარგლებში ვეტერინარებს თეორიული სწავლება ჩაუტარდათ, თემაზე პირუტყვთა გამრავლების სისტემა და ფიზიოლოგია და AI ტექნოლოგია. სწავლება 2 დღე გაგრძელდება და პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.
ტრეინინგს ესწრებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, ასევე ადგილობრივი ვეტერინარები და ზოო ტექნიკოსები.