საადრეო მანდარინის ბაღების გაშენების ხელშეწყობა გრძელდება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში საადრეო მანდარინის ბაღების გაშენების ხელშეწყობა თანადაფინანსების პრინციპით გრძელდება. ქვეპროგრამის მიზანია საადრეო მანდარინის ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი და ძველი ამორტიზირებული მანდარინის ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული საადრეო ჯიშებით ჩანაცვლება და შესაბამისად მეციტრუსე ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
აღნიშნული ქვეპროგრამით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 40 ფერმერი ისარგებლებს, რომლებიც 7 ჰა-ზე გააშენებს 7000 ძირ საადრეო მანდარინის ნერგს. ფერმერებს ასევე გადაეცათ, აზოტიანი მინერალური სასუქი, კომბინირებული მინერალური სასუქი NPK და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ორგანული სასუქი. საადრეო მანდარინის გაცემის პროცესს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე დაესწრნენ