ფესტივალი განდაგანა
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფესტივალ განდაგანას ფარგლებში, ქობულეთის ღვინის სახლში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მასტერკლასები ჭაჭის გამოხდასა და თონეში პურის გამოცხობაში, ვიზიტის ფარგლებში ვიზიტორებმა აგროსერვის ცენტრის ვენახები და სამუზეუმო ექსპონატები დათვალიერეს, ვიზიტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენით დასრულდა.