ნიორის ექსპორტი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აიპ „აგროსერვის ცენტრი“-ს და ENPARD Ajara პროექტის თანამშრომლობის შედეგად, წელს პირველად აჭარაში მოწეული ნიორი ექსპორტზე გავა. ამგვვარად შეიკვრება სრული ციკლი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში უკრაინული, მაღალპროდუქტული ნიორის ჯიშის გამოცდით დაიწყო. ნიორის ექსპორტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რეალურ პერსპექტივებს ხსნის მაღალმთიანეთის ფერმერების წინაშე, როგორც კარტოფილის ალტერნატიული კულტურა. ექსპორტს განახორციელებს კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“. აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის პროგრამაში ნიორის გაშენება 23 ჰექტარ ტერიტორიაზე აქვს გათვალისწინებული.