ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ანგარში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სფეროს ორგანიზაციების წარმომადგენლებს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ბაზაზე განთავსებულ 1200 კვ. მეტრის ფართობის მქონე ანგარში მოეწყოს ადგილზე წარმოებული და იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიის გამოფენა-გაყიდვა, რაც თავს მოუყრის ერთ სივრცეში სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო ინვენტარს. აგროსერვის ცენტრის მიზანია, შეიქმნას ე. წ აგრო მარკეტი, რომ ფერმერებმა ერთ სივრცეში მიიღონ ყველა სახის მომსახურება, აქვე ჩატარდება ტრენინგები, გაიყიდება ნერგები და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. მსგავსი ბაზა დასავლეთ საქართველოში არ არსებობს და დასავლეთ საქართველოს ფერმერების შემდგომი გაძლიერების მიზნით და ზედმეტი დანახარჯების გარეშე, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობა, სადაც განთავსებულია ანგარი, მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 2 კმ-ში, ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ.