აგროსერვის ცენტრს პროექტ ტემპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს პროექტ ტემპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე მასპინძლობდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა. მონაწილეობა მიიღეს ყურძნის კრეფის და დაწურვის პროცესში. გაეცვნენ ქართული ტრადიციით ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, ჩატარდა თონის პურის ცხობის მასტერკლასი. ვიზიტი აგროსერვის ცენტრში ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.