აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩაქვის სანერგე მეურნეობა მოინახულეს...
აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ, და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქალბატონმა დონარა სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრში'' მოინახულეს საცდელ–სადედე–სადემონსტრაციო–საკოლექციო ნაკვეთი...
ამ ეტაპზე 8 ჰა ფართობზე გაადგილდა ღია გრუნტში ციტრუსის ახალი ჯიშები. ციტრუსის სადემონსტრაციო საკოლექციო ნაკვეთის მოწყობის მიზნით ესპანეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან შემოტანილი იქნა 4500 - მდე ძირი ციტრუსის 5 სახეობის ნერგი. მათ შორის მანდარინის 25 ჯიში, ფორთოხალი 11 ჯიში, პომელო 5 ჯიში, გრეიფუტი 3 ჯიში, ლიმონი 6 ჯიში სულ 50 ჯიში. ასევე კოლექციაში განთავსდა საქართველოში წარმოებული ციტრუსის სხვადასხვა სახეობები და ჯიშები. მანდარინი 10 ჯიში, ფორთოხალი 5 ჯიში, ლიმონი 7 ჯიში და გრეიფუტი 4 ჯიში სულ 26 ჯიში. სულ სადემონსტრაციო ნაკვეთში დარგული იქნა 76 ჯიშის ციტრუსი. მთლიანი ტერიტორია დაყოფილია 6 კვარტალად და თითოეულ კვარტალში ციტრუსის ცალკეული სახეობები გაადგილებულია სიმწიფეში შესვლის პერიოდის (საადრეოდან საგვიანომდე) გათვალისწინებით.
ამავე ტერიტორიის მეოთხე კვარტალში 1 ჰა ფართობზე მოეწყობა კაპიტალური ტიპის სასათბურე მეურნეობა, სადაც კოლექციის მიზნით, განსაკუთრებულ პირობებში, სპეციალური კონტეინერებით განთავსდება აქ არსებული ციტრუსის ყველა სახეობისა და ჯიშის ნერგი ორი-სამი ეგზემპლიარის ოდენობით. სასათბურე მეურნეობის ნახევარი დათმობილი იქნება ციტრუსის ნერგის წარმოებისათვის, სადაც ყოველწლიურად შესაძლებელი იქნება წარმოებული იქნას 200 000 - 300 000 - ძირი ციტრუსის სხვადასხვა სახეობის ნერგი, რომელიც დაბალ ფასში მიწოდებული იქნება მეციტრუსე ფერმერებზე ადრე მწიფებადი ციტრუსის ჯიშების ბაზაზე ამორტიზირებული ბაღების განახლებისა და ახალი პლანტაციების გაშენებისათვის.
ჩაქვის ციტრუსების საცდელ-სადემონსტრაციო, სადედე და სანერგე მეურნეობა ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო კვლევებისათვის, სტუდენტთა და ფერმერთა პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელებისათვის, ასევე აგროტურების გამართვისათვის.
„მეციტრუსეობაში დღეს არსებული პრობლემაა მოძველებული და ამორტიზირებული ნარგავები, რაც ხარისხზეც აისახება. ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ფერმერებს შეეძლებათ ახალი ნარგავები საბაზრო ღირებულებაზე ათჯერ იაფად შეიძინონ და განაახლონ მეურნეობა. უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები ნაყოფიერების მიხედვით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს, ეს კი საშუალებას მოგვცემს ორ–სამ წელიწადში ჩვენს მოსავალს სექტემბრიდან მარტამდე დივერსიფიკაცია გავუკეთოთ. ამით ციტრუსის გასაღების პრობლემაც მოიხსნება,“ – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.