“Animal Health Management in Cross-Border Areas of Armenia and Georgia”-ის პროექტის ფარგლებში ფერმერებსა და ვეტერინარებს სემინარი ჩაუტარდათ
დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა სემინარი, რომელიც “Animal Health Management in Cross-Border Areas of Armenia and Georgia” ფაზა 2-ის პროექტის ფარგლებში ფერმერებსა და ვეტერინარებს ჩაუტარდათ. სემინარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას ეხებოდა. სემინარი სომხეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მსხვილფეხა ცხოველთა ჯანმრთელობისა და შეჯვარების განყოფილების მენეჯერმა არმან ოჰანიანმა ჩაატარა.