ვაზის ძირძველი ჯიშების წარმოება აჭარაში...
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ახალსოფელში მდებარე ნაკვეთზე სადაც მიმდინარეობს ვაზის ნერგების წარმოება, (ცოლიკოური, ჩხავერი, ალადასტური, პინო თეთრი, პინო შავი, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ, ხოფათური, ჭეჭიბერა და ა.შ) სულ 25 ჯიში.
ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს აჭარის ა.რ მთავრობის თავჯდომარემ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქალბატონმა დონარი სურმანიძემ, ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულმა ფერმერებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მიერ გამოგზავნილმა პრაქტიკანტებმა, რომლებსაც მასპინძლობა გაუწია ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა ბატონმა როინ დიასამიძემ.
საკოლექციო–საცდელ–სადედე–სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიმდინარეობდა თელავიდან მოწვეული პროფესორების მიერ ვაზის მყნობის პროცესი, სადაც გამოიყენება ამერიკული საძირე "რიპარია რუპესტრის 5 ბბ" ვაზის საძირე, მყნობის პროცესში პრაქტიკული მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრის" პრაქტიკანტებმა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ზემოაღნიშნულ ჯიშებში შედის ის აბორიგენული ჯიშები რომლებიც გადაშენების პირას არიან მისული და რომელთა გადარჩენაც ხელს შეუწყობს ძირძველი ჯიშების შენარჩუნებასა და ახალი პლანტაციებიდან შემდგომში მოსახლეობაზე ნერგების მიწოდებას.