1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ვაზის ნერგების გაყიდვა 20 მაისიდან დაიწყება

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“  სანერგე მეურნეობაში მოყვანილი ვაზის ნერგების გაყიდვა 20 მაისიდან დაიწყება. შესაძლებელი იქნება ცოლიკაურის, ციცქას, კრახუნას, ოჯალეშის, ჩხავერის, კარდინალის, იტალიას და პრიმას  ჯიშის ნერგების  შეძენა. გამრავლებულ ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერული მეურნეობების მფლობელებს თვითღირებულების ფასად აწვდის.  ამ ეტაპზე გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში  სტრატიფიცირებული ნერგების პოლიეთილენის პარკებში გადატანა მიმდინარეობს. წელს აგროსერვის ცენტრი 20 000 ძირ სასუფრე და საღვინე ვაზის ნერგს აწარმოებს. შეძენის მსურველებმა უნდა მიმართონ აგროსერვის ცენტრს ბათუმში, გოგებაშვილის 46-ში ან დაუკავშირდენენ  მარკეტინგის სპეციალისტს ნომერზე 599 89 89 70