ბათუმში საერთაშორისო კონგრესი „ ქართული ნიორი მსოფლიოს“ დასრულდა
დღეს, სასტუმრო შერატონში დასრულდა მეორე საერთაშორისო კონგრესი თემაზე „ქართული ნიორი მსოფლიოს“, რომელშიც 16-მდე ქვეყნის მეწარმეები და სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას. კონგრესზე ნიორის კულტურის ახალი ჯიშების შერჩევის, წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ, ასევე ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანიების გამოცდილებაზე ისაუბრეს. კონგრესი, მიზნად საქართველოსთვის საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და მისი, როგორც ექსპორტიორი ქვეყნის გუშინ, სხვა მომხსენებლებთან ერთად, აჭარაში ნიორის კულტურასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძემაც გააკეთა, რომელმაც ორგანიზაციის მიერ მაღალმთიან აჭარაში ფერმერთათვის გაკეთებულ ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გააკეთა აქცენტი.
კონგრესი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ საქართველოში და კომპანია „საუკეთესო ნიორი“ უკრაინაში ორგანიზებით გაიმართა. უცხოელი სტუმრების გარდა კონგრესს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს კონგრესის მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.