სამინისტრომ საქმიანობის სამი წლის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასტუმრო შერატონში სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ჯამბულ აბულაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, მათ შედეგებზე, ასევე ციტრუსის მიმღებ-გადამაუშავებელი საწარმოებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე აგროსერვის ცენტრის, როგორც სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციის საქმიანობასა და რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრეს. პრეზენტაციისას აქცენტი აგროსერვის ცენტრის მოდელის სხვა რეგიონებში დანერგვის შესახებაც გაკეთდა.
შეხვედრის ბოლოს, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერმა ლაშა კომახიძემ ,,ექტენციის პროგრამული უზრუნველყოფის’’ შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის წევრები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს წარმომადგენლები, სამინისტროების, თვითმმართველობის, საკანონმდებლო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებობდნენ.
ხვალ, სტუმრები ქობულეთში აგროსერვის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სერვისებს ადგილზე გაეცნობიან. იგეგმება ორგანიზაციის სანერგე მეურნეობებში დაკრეფილი ციტურისის, ყურძნის, ვაშლისა და სხვა ხილის გამოფენაც.